„ევროოპტიმისტების“ ინიციატივა

ოპოზიციონერი დეპუტატები – რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან, რუსეთის მოქალაქეებზე საქართველოში საინვესტიციო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების გაცემა დროებით, 2024 წლის ბოლომდე შეჩერდეს.

ევროოპტიმისტებმა“ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს. გოცირიძის განმარტებით, საქართველოში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბოლო პერიოდში მასობრივად შეინიშნება საქართველოს მოქალაქეთა გადინება ქვეყნიდან, ხოლო ამის საპასუხოდ, ქვეყანაში დიდი ოდენობით შემოდიან რუსეთის მოქალაქეები, რომელთა უმრავლესობას საკმაოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ. მმართველი გუნდი ამ ინიციატივას პოპულიზმად აფასებს.