„ევრონიუსის“ სტატია
„ევრონიუსი“ სტატიას აქვეყნებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობის შესახებ. სტატიაში აღნიშნულია, რომ ალბანეთის დედაქალაქში 16 მაისს გამართულ სამიტზე ირაკლის კობახიძის გამოჩენა მნიშვნელოვანი ცვლილებაა ევროკავშირთან საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში და ევროკავშირსა და საქართველოს შორის მანამდე არსებულ დაძაბულ ურთიერთობებში პოტენციური დათბობის ერთგვარი სიგნალია.
 
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე ჩაერთო ევროპელ ლიდერებთან პირდაპირ დისკუსიებში, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან. „მოკლე, თუმცა თბილი შეხვედრა საქართველოს პრემიერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის სამიტზე მიგვანიშნებს, რომ საქართველო და ევროკავშირი წარსულ უთანხმოებებს უკან იტოვებენ“.
კობახიძემ ხაზი გაუსვა ამ მომენტს ჟურნალისტებისთვის, იმის თქმით, რომ „იყო შეზღუდული კომუნიკაციის პერიოდი და როგორც ჩანს, ევროპელ პარტნიორებს სურთ საქართველოსთან კავშირების აღდგენა“, – ნათქვამია სტატიაში. როგორც „ევრონიუსი“ აღნიშნავს, საქართველოს პრემიერმა ეს დათბობა ახსნა მისი ქვეყნის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლით ევროპისთვის“ და დასძინა, რომ „ყველას ესმის საქართველოსა და მის ლიდერებთან ურთიერთობის საჭიროება და სწორედ ამიტომ მოდის ამდენი ინიციატივა ევროპელი ლიდერებისგან.