ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა დასრულდა 

გზავნილები ევროპარლამენტარებისგან.

თბილისში პირველად გამართული ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია ოთხი რეზოლუციის მიღებით დასრულდა. მცდელობის მიუხედავად, რეზოლუციებში ოპოზიციის მიერ ინიცირებული არცერთი წინადადება არ მოხვდა. ოპოზიციური პარტიები 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული პირების პოლიტპატიმრებად აღიარებას და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარების პოლიტიკურ კრიზისად შეფასებას ითხოვდნენ. ევროპარლამენტის ცალკეული დეპუტატების მხარდაჭერის მიუხედავად, ასამბლეაზე პოზიციები მაინც გაიყო. თუმცა, ყველა პოლიტიკური ჯგუფი თანხმდება, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომაა.

დატოვე კომენტარი