ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა 

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა რამდენჯერმე ახსენეს თბილისში ჩამოსულმა ევროპარლამენტარებმა.

საქართველო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიას პირველად მასპინძლობს. დღის ბოლოს მიღებულ განცხადებაში ასამბლეა ცნობილი ტრავმატოლოგის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს. სესიაზე განხილვის თემა იყო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და მიმდინარე აქციები. ევროპარლამენტარები საარჩევნო სისტემის გარშემო ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. ევროპელი დეპუტატებისგან ქვეყანამ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო ევროინტეგრაციის კუთხითაც.