საქართველოს შესახებ „ევრონესტის“ კრიტიკულ რეზოლუციას თბილისში ეხმაურებიან. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ევროპელი პოლიტიკოსების პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესაბამისი ფაქტებით არის გამყარებული. „ქართულ ოცნებაში“კი ამბობენ, რომ ევროპარლამენტს საქართველოს მიმართ მტრული და არასამართლიანი მიდგომები აქვს.
შეგახსენებთ „ევრონესტის“ მიერ გამოქვეყნებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კი ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა. ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადავადდა, რასაც ასევე ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიის განხორციელება მოჰყვა. რეზოლუციაში წერია ისიც, რომ იქ, სადაც რუსეთი სამხედრო გზით არ ერევა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ცდილობს და საქართველო ამის საუკეთესო მაგალითია.