ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადება - შეფასებები

ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებას, რომ ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილება – არ დააჩქარონ საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობის პროცესში და ამიტომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიში 2023 წლისთვის მომზადდება, ოპოზიციისაა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები აფასებენ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის გზავნილი ევროპიდან, რომ მიმართულება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული რეკომენდაციების შესრულების კუთხით, არასწორია და ამიტომ საჭიროა ცვლილება. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს იმასაც, რომ ვადის გადაწევა არ არის კარგი, თუმცა ეს იქნება საშუალება რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება ცაიტნოტში არ მოხდეს, მაგრამ ოპოზიციაში მმართველ გუნდს ახსენებენ, რომ ვადის გადაწევით მათ რეკომენდაციების შესრულებაზე პასუხისმგებლობა არ ეხსნებათ. ოპოზიციის ამ განცხადებების პასუხად, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციის სურვილს, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენონ, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ გაფართოების კუთხით ვადის გადაწევით, ევროკომისიამ დაადასტურა ის, რაზეც თავად მიუთითებდნენ, რომ მსგავსი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისთვის 6-თვიანი ვადა რელევანტური არ იყო.