ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მოლოდინში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ განხორციელებული რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით, ევროკომისია დღეს ზეპირ მოხსენებას წარადგენს ბრიუსელში. შეფასებას რამდენიმე საათში ჯერ ევროკავშირის ელჩებს გააცნობენ, უკვე ხვალ კი სტოკჰოლმში კომისარი ოლივერ ვარჰეი ევროპის საქმეთა მინისტრებთან ერთად იმსჯელებს სამივე ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებზე.
განახლებული შეფასება შუალედური მიმოხილვაა იმ დასკვნამდე, რომელსაც ევროკომისია ოქტომბრის მეორე ნახევარში წარადგენს. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მოლოდინები განსხვავებულია.