ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა

ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მუშაობა გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოში ხვალ შეიქმნება კიდევ ორი სამუშაო ფორმატი, სადაც ევროკომისიის მეორე და მეოთხე რეკომენდაციებზე იმუშავებენ. დირექტივა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასა და საარჩევნო რეფორმას გულისხმობს. თუმცა, მმართველი გუნდი და ოპოზიცია ვერც ამ შემთხვევაში თანხმდება. ოპოზიციის ნაწილი პროცესში მთავარ ფაქტორად საარჩევნო ბარიერის დაწევას ასახელებს.

 მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საარჩევნო ბარიერი ქვეყანაში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ დაიწევა. 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესში მთავარი პრობლემა ისევ პარალელური ფორმატებია. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, ოპოზციის ნაწილი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მუშაობაზე ამ დრომდე უარს ამბობს.

დატოვე კომენტარი