ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა

ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა გრძელდება.

დღეს პარლამენტში დისკუსიის საგანი იყო მეოთხე რეკომენდაცია, რომელიც სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებისთვის ახალი სამართლებრივი გარანტიების შექმნას ითვალისწინებს. თუ როგორ ხედავენ სამსახურების ხელმძღვანელები საკუთარი უფლებამოსილების გაფართოებას, მათი პოზიცია ჯერ-ჯერობით საჯარო არ არის. უწყებების ხელმძღვანელთა ხედვა კვირის ბოლომდე საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო ჯგუფს წარედგინება. პროცესში იგეგმება მესამე სექტორისა და ოპოზიციის ჩართვაც.