ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა

12:12, 26.07.2022

ევროკომისიის რეკომენდაციების მეთერთმეტე პუნქტზე მსჯელობა ორ საათში დაიწყება.

„ქართული ოცნება“ სამუშაო ჯგუფის წევრებს მართლმსაჯულების განვითარების შესახებ ორას გვერდიან დოკუმენტს გააცნობს. სასამართლოსთან დაკავშირებით შეფასების დოკუმენტს ასევე წარადგენს პარტია „მოქალაქეები“. მართლმსაჯულების კუთხით საკუთარი წინადადების დაყენებას გეგმავს „გირჩი“ და პარტია „საქართველოსთვის“. სწორედ წარმოდგენილ დოკუმენტებსა და წინადადებებზე იმსჯელებენ სამუშაო ჯგუფის ფორმატში. მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ შეხვედრაზე მოსაზრებების დაახლოება მოხდება.

მსგავსი