ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა

ევროკომისიის რეკომენდაციების ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობენ „ნაციონალური მოძრაობა“ „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო საქართველოსთვის“. ისინი რიგგარეშე სხდომის დანიშვნასა და საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას მოითხოვენ და ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებით, 38 დეპუტატის ხელმოწერის საფუძველზე, კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა უნდა დანიშნოს.

„ქართული ოცნების“ შეფასებით, ოპოზიციის ბოიკოტი აზიანებს მიმდინარე პროცესს. უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე ოპონენტების არგუმენტები არ არის ლოგიკური.