მმართველი გუნდი „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, სადაც საუბარია, რომ „რადიო თავისუფლებამ“ მოიპოვა ბრიუსელში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილი წერილი და შესაბამისი ანგარიში.
დიპლომატი აცხადებს, რომ თბილისი „მტკიცედ არის ერთგული ევროპული ინტეგრაციისა, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პრინციპებს“. „რადიო თავისუფლება“ ბრიუსელში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილი კი გაგზავნა, მაგრამ „პასუხები დაუსაბუთებელია“. თუმცა, მიუთითებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელმა, რომელმაც მათ ასეთი შეფასება გაუკეთა, ანონიმურობა ითხოვა.