ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება

შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი და ოპოზიცია ევროკომისიის 9 ახალი რეკომენდაციის შესასრულებლად ერთად მუშაობას. ოპოზიციის ნაწილი „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას აპირებს. ნაწილი კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და აცხადებს, რომ იმიტირებულ პროცესში არ ჩაერთვება, რადგან „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის საშინაო დავალების შესასრულებლად პოლიტიკური ნება არ აქვს. მმართველი გუნდი ოპონენტების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ 9 ახალი პრიორიტეტის შესასრულებლად მაქსიმუმს გააკეთებს და ამ პროცესში თანამშრომლობისთვის კარს ყველასთვის ღიას ტოვებს. შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის შემდეგ, ევროკომისიამ საქართველოს 9 ახალი ნაბიჯის შესრულება დაავალა.