ევროკომისიის რეკომენდაციები - ვინ ერთვება სამუშაო პროცესში

როდიდან და როგორ განახლდება საქართველოს პარლამენტში მუშაობა ევროკომისიის რეკომენდაციებზე.

საკანონდებლო ორგანომ ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციისა და სასამართლო რეფორმის საკითხებზე უკვე მიიღო. თუმცა, პოლიტიკური პარტიები დასკვნებსა და რეკომენდაციებს განსხვავებულად კითხულობენ. ასევე განსხვავებულია პოლიტიკური აქტორების მოქმედებაზე არსებული პოზიციებიც.