ევროკომისიის რეკომენდაციები – შეფასებები
ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიში ევროკომისიას მიეწოდა. მმართველ გუნდში სანქციებისა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფუძველს ვერ ხედავენ და უკვე მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნების შესრულებაზე უარს ამბობენ.
ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის შემთხვევაში, ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს და ამბობს, რომ მმართველ გუნდს რეკომენდაციები რეალურად არ შეუსრულებია და ამ პირობებში ანგარიშის გაგზავნაც ცინიკურია.