ევროკომისიის რეკომენდაციები – შეფასებები

15:17, 01.09.2025
რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით – ევროკომისიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი 8-პუნქტიანი რეკომენდაციის შესასრულებლად მიცემული ვადა ამოიწურა. გაუუქმებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას, ეს ამ ეტაპზე უცნობია. ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს და მთელ პასუხისმგებლობას მას აკისრებს. სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, კი ევროკავშირი აგრძელებს შანტაჟს, რაც მიუღებელია.
შეგახსენებთ, ევროკომისიის მოთხოვნებს შორის არის ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიჩნეული ორი კანონის, მათ შორის „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ კანონების“ გაუქმება.

მსგავსი