ევროკომისიის რეკომენდაციები – პაპუაშვილის ევროპული ტურნე გრძელდება

18:16, 07.12.2022

ევრორეკომენდაციების შესრულება და პარტნიორების მხარდაჭერის მოლოდინი. სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობით გრძელდება ლუქსემბურგში საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრები. ესაა მესამე ქვეყანა, სადაც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ქართველი კანონმდებლები კოლეგებს საქმიანობის ანგარიშს აცნობენ იმისთვის, რომ მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. აუდიენცია უკვე დასრულდა ლუქსემბურგის პარლამენტში.

მსგავსი