ევროკომისიის რეკომენდაციები და ოპოზიციის ბოიკოტი

შესრულდება თუ არა ევრორეკომენდაციები და მოახერხებენ თუ არა პოლიტიკური მხარეები შეთანხმებას. ქვეყანა ახალ ეუთო-ოდირის დასკვნას ელოდება. „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ ნაწილობრივ ბოიკოტის რეჟიმში არიან. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად პარლამენტში დაბრუნდებიან და საკომიტეტო მოსმენებშიც ჩაერთვებიან.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების 70 პროცენტზე მეტი უკვე შესრულებულია.