ევროკომისიის რეკომენდაცია - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის შესწორებული რედაქცია, შესაძლოა, ვენეციის კომისიაში ხელმეორედ გაიგზავნოს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა უახლოეს მომავალში შედგება და საკომიტეტო დონეზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება.

თორმეტპუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში კი პოლიტიკური მხარეები ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოპოზიცია ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობს. სანაცვლოდ, მმართველი გუნდი ოპონენტებს კვლავ დესტრუქციულ ქმედებებში სდებს ბრალს.