ევროკომისიის პრეზიდენტის წერილი – პოლიტიკური შეფასებები

21:15, 28.02.2026

ბრიუსელიდან წერილია – ევროკომისიის პრეზიდენტის მიმართვის ადრესატი ქართული ოპოზიციაა. ურსულა ფონ დერ ლაიენი ხელისუფლების ოპონენტებს ევროპული მომავლისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებს და სანაცვლოდ ბენეფიტებს ჰპირდება: დანაპირების თანახმად, ვიზების შეჩერება, შესაძლოა, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება პრობლემატურ საკითხებს არ მოაგვარებს.

ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის აკრძალვის იმედიანი წერილი ოპოზიციამ იმ მიმართვის პასუხად მიიღო, რომელსაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე აწერენ ხელს და რომლის მიხედვითაც, ოპოზიციას ახლად გადახედილი ვიზების შეჩერების მექანიზმი წინსვლის რეალურ გზად ესახება.

ოპოზიციის ლიდერებმა ეს წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს გასული წლის 22 სექტემბერს ციხიდან გაუგზავნეს, ხუთთვიანი დაგვიანებით მოსული პასუხი კი მმართველი გუნდისთვის შანტაჟის მორიგი მცდელობაა, მით უმეტეს, რომ წერილის შინაარსით ევროკავშირი ქართველ ხალხს არჩევანს თავისუფლებასა და ვიზას შორის სთავაზობს.

მსგავსი