ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება – გამოხმაურება
პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გააკეთა. მისი თქმით „სომხეთი უზრუნველყოფს კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიისკენ უმოკლეს გზას. ეს გზა ადრე დაკეტილი იყო, მაგრამ ახლა, სომხეთის თამამი გადაწყვეტილებით, ვითარება შეიცვალა“.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი განცხადებები მავნებლობაა. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ რეგიონული და პოლიტიკური მნიშვნელობის ნაწილი დაკარგა და, შესაბამისად, ქვეყნის როლი საერთაშორისო ასპარეზზე შესუსტდა.