ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადება
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირს ირანთან ომი დღეში 500 მილიონი ევრო უჯდება. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ეს კონფლიქტით გამოწვეული საწვავის ფასების ზრდის გამო ხდება. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებიდან გადასვლა და ელექტრიფიკაცია უფრო სწრაფად განავითაროს. მისივე თქმით, ევროკომისია ელექტრიფიკაციის სამოქმედო გეგმას ზაფხულისთვის წარადგენს.