ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება

საქართველოს მთავრობისთვის უკეთესი იქნება, სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს რეალობა, რომ ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მშვიდობიანი ხალხის, მედიის, ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული – აცხადებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერი. ანიტა ჰიპერმა ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ თქვა. მისივე განცხადებით ევროკომისია ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგია.