ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება
კომისიამ დეტალურად გადმოსცა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც ეხება დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს. ქართულმა მხარემაც წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები. დისკუსიები წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთავრობას წარუდგენენ ანგარიშს და განიხილავენ საკითხის შინაარსსა და შემდგომ შესაძლო ნაბიჯებს.