ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება

ევროკომისიის პრესსპიკერი გაფართოების საკითხებში, გიომ მერსიე აცხადებს, რომ ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტები შეამცირა და შეუძლია დაადასტუროს, რომ ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, რომელიც 18 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება, საქართველო მიწვეული არ არის. მისივე თქმით, ევროკავშირის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კარგად ჩანს ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში.