ევროკომისიის მოთხოვნები - შეფასებები 
კვლავ მწვავე განხილვის თემაა ბრიუსელიდან გაჟღერებული მოთხოვნები და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ უნდა  გადაიდგას რეალური ნაბიჯები, რომ ეს საფრთხე აიცილონ. მმართველ გუნდში კი ბრიუსელიდან გაჟღერებულ მოთხოვნებს, მუქარასა და დასჯის მცდელობად აფასებენ. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელიდან გავრცელებული განცხადების მიხედვით, რვა რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებას
დრო 31 აგვისტომდე აქვს. მოთხოვნებს შორის არის კონკრეტული კანონების გაუქმება, დაკავებულთა გათავისუფლება და ხელისუფლებისა და საზოგადოების ღია დიალოგი. მათი შესრულება უვიზო რეჟიმის შენარჩუნების წინაპირობად სახელდება, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ პოლიტსაბჭოს ვრცელი განცხადებით უპასუხა და ასევე აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე ზეწოლა ისევ გრძელდება.