რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. საკითხი ბრიუსელიდან რვაპუნქტიანი მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა. მმართველი გუნდი შანტაჟსა და ქართველი გუნდის დაშინებაზე საუბრობს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ ქვეყანას უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ, ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა იქნება და ამას საზოგადოება არ შეეგუება.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელიდან გავრცელებული განცხადების მიხედვით, რვა რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებას დრო 31 აგვისტომდე აქვს. მოთხოვნებს შორის არის კონკრეტული კანონების გაუქმება, დაკავებულთა გათავისუფლება და ხელისუფლებისა და საზოგადოების ღია დიალოგი. მათი შესრულება უვიზო რეჟიმის შენარჩუნების წინაპირობად სახელდება, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე დღის წინ პოლიტსაბჭოს ვრცელი განცხადებით უპასუხა და ასევე აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე ზეწოლა ისევ გრძელდება.