ევროკომისიის მე-4 რეკომენდაცია

ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის მიუხედავად, მმართველი პარტია საკუთარი სამოქმედო გეგმის განხილვას მაინც არ წყვეტს.

პარლამენტში მორიგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ევროკომისიის მეოთხე პუნქტის განხილვას მიეძღვნა. საქმე ეხება რეკომენდაციას, რომელიც სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა სამსახურების გაძლიერებას გულისხმობს. ორივე სამსახური სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ ჩამოყალიბდა და თავის დროზე პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვამ საკმაოდ დიდი ვნებათაღელვის ფონზე ჩაიარა. დაფინანსების გაზრდა და ინფრასტრუქტურის მოწყობა ის მექანიზმებია, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ შექმნილი სამსახურების გასაძლიერებლად გეგმავს. ხელისუფლების წარმომადგენლები კონკრეტულ წინადადებებს მომდევნო შეხვედრაზე წარადგენენ.