ევროკომისიის კვლევა სასამართლო დამოუკიდებლობის შესახებ

საქართველო სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო ოცეულშია, – ასეთია ევროკომისიის კვლევა, რომელსაც  ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევების ცენტრი აწარმოებს. ევროკომისია ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექს ავრცელებს, სადაც საქართველომ შეფასების 10-ბალიანი სისტემით 6.63  მიიღო. სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 16 სახელმწიფოს მათ შორის :პორტუგალიას, იტალიას, საბერძნეთს, ლატვიას, სლოვენიას, მალტას, ესპანეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ხორვატიას, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას.
ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის გამოკვლევით, საქართველოს სახელმწიფო სექტორი კეთილსინდისიერების რეიტინგით მსოფლიოში 29-ე ადგილზეა, ხოლო გამჭვირვალობის ინდექსით 19-ე პოზიციაზე.