ევროკომისიის კითხვარი საქართველოს - პოლიტიკური შეფასებები

კითხვარის შევსება დაიწყო.

ევროკომისიიდან მიღებული 369 შეკითხვა შესაბამისი უწყებების თემატურ ჯგუფებშია გადანაწილებული. სწორედ მათ პასუხებზეა დამოკიდებული საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება. ქართულ მხარეს კითხვარის შესავსებად დრო ივნისამდე აქვს. შეკითხვების გასაჯაროების მიუხედავად, ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები არ წყდება. ოპოზიცია მმართველ გუნდს პროცესის გამჭვირვალობის მიზნით ევროინტეგრაციის კომიტეტზე იმ მინისტრების დაბარებისკენ მოუწოდებს, რომელთა უწყებები კითხვარის შევსებაზე არიან პასუხისმგებლები. ოპონენტები პასუხების გამოქვეყნებასაც ითხოვენ. დოკუმენტი, რომელიც ისტორიული განაცხადის გაკეთების შემდეგ საქართველომ და მოლდოვამ ევროკომისრისგან ლუქსემბურგში მიიღეს, პოლიტიკური დაპირისპირების ახალი თემაა.