ევროკომისიის კითხვარი და პოლიტიკური პოზიციები

კითხვარი უკვე იქცა შიდა პოლიტიკური უთანხმოების თემად.

შეკითხვების გასაჯაროებამდე რვა ოპოზიციურმა პარტიამ გაფართოების საკითხებში ევროკომისარს წერილობით მისწერა და კითხვარზე ხელმისაწვდომობაში დახმარება სთხოვა. ოპონენტების ეს მიმართვა გაუგებარი აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ოპოზიცია კითხვარის დამალვის ილუზიას ქმნის და ხელოვნური ისტერიის შექმნას ცდილობს. კრიტიკის მთავარი სამიზნე „ნაციონალური მოძრაობაა“, რომლისგანაც ხელისუფლება დესტრუქციას და პროვოკაციებს ელოდება. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მიმდინარე საპასუხისმგებლო პროცესს პრემიერი გააკონტროლებს, იგეგმება საპარლამენტო განხილვებიც.

კითხვარის სწრაფად და ხარისხიანად შესავსებად საჭირო ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა.