ევროკომისიის განცხადება

18:14, 06.03.2026

ევროკომისია საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დღეს ევროკომისია აჩერებს უვიზო მიმოსვლას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის. მათ ახლა ვიზის ფლობა მოეთხოვებათ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნებისთვის შესვლისას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზების შეჩერების ახალი გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება“ – ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში. ევროკომისიის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ „ვიზების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განზრახ და მუდმივი დარღვევის საპასუხოდ, დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში.“ – ევროკომისიის ამ განცხადებას უპასუხეს თბილისში.

მსგავსი