ევროკომისიის განცხადება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით 

15:10, 07.03.2026

გამოხმაურებების თემაა ევროკომისიის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო-მიმოსვლა დროებით ჩერდება. გადაწყვეტილება ძალაში გუშინ შევიდა და ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. კონკრეტული მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში კი შეზღუდვები კიდევ 24 თვით გახანგრძლივდება.

გადაწყვეტილების მიზეზად ევროკომისია ქვეყნის მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების მუდმივად და განზრახ დარღვევას ასახელებს. ახალი ინსტრუქციები ასევე გულისხმობს საზღვრებზე საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებულ შემოწმებას. საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის გადაწყვეტილებას ქვეყანაში არეულობის გამოწვევის მიზნით გამოყენებულ ბერკეტად მიიჩნევს.

მსგავსი