ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინში - შეფასებები

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკომისია საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე. თემა კვლავ პოლიტიკური დისკუსიების საგანია. თემა განსაკუთრებით აქტუალური, გაფართოების კრიტიკული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გახდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით, ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს, რადგან ეს არა ხელისუფლების, არამედ საზოგადოების მონაპოვარია და ამიტომ პარტნიორებთან აქტიურად მუშაობენ, რომ ვიზებზე შეზღუდვა არა ქვეყანას,  არამედ ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეეხოთ. ხელისუფლება ამბობს, რომ მისი ოპონენტები ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, სწორედ ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მუშაობენ, რათა ის ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს .