ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინი

როგორ შეასრულა საქართველომ 12 რეკომენდაცია და რა პერსპექტივა აქვს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათი რჩება. ვრცელი დოკუმენტი, რომელიც დღეს გასაჯაროვდება, ევროპული საბჭოსთვის სარეკომენდაციო ხასიათის იქნება. კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე კი საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები დეკემბერში მიიღებენ.

როგორია მოლოდინი – სალომე ქოქიაშვილი ბრიუსელიდან.