ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება შეერთებული შტატები

ევროკომისიის დადებით გადაწყვეტილებას ეხმაურებიან შეერთებულ შტატებშიც: „მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი. მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის ათი კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნების მისწრაფებებს, რომლებიც აღიარეს. ეს, რა თქმა უნდა, ევროკავშირის პროცესია, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გადამწყვეტი მომენტი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის და მოვუწოდებთ კანდიდატ და ასპირანტ ქვეყნებს, გამოიყენონ მომენტი თავიანთი პოტენციალის რეალიზაციისთვის“,- აცხადებენ შეერთებულ შტატებში.