ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში - საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში

საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დაიწყო. დღეს მინისტრს შეხვედრები აქვს ევროკომისიასა და ევროპარლამენტში. ილია დარჩიაშვილი ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისართან, კრიზისების მართვის ევროკომისართან, გარემოს დაცვის, ასევე ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში და მეურნეობის საკითხებში ევროკომისრებთან მართავს შეხვედრებს. ვიზიტის ფარგლებში ხვალ ბრიუსელში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

რა გზავნილებით ჩავიდა ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში, – ანა ბროლაძე ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან​.

დატოვე კომენტარი