ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია – რა წერია გაფართოების დოკუმენტში

12:08, 09.11.2023

ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს და რა წერია ევროკომისიის გაფართოების დოკუმენტში.

გაუმჯობესდეს საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, ასევე, ქვეყანამ უნდა გააძლიეროს ქმედებები დეზინფორმაციისა და უცხოური ინფორმაციით მანიპულაციის დასაძლევად, რომელიც მიმართულია ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ. გადაჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი, გააუმჯობესოს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. დაასრულოს და განახორციელოს სასამართლოს სრული და ეფექტური რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული შესრულება, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის დაცვით. გადაჭრას ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობის საკითხები და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. გააუმჯობესოს მიმდინარე სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციისადმი მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად. გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით, – წერია ანგარიშში.

მსგავსი