ევროკომისიის დადებითი ანგარიში

ბრიუსელის დადებითი შეფასება თბილისს – დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველო გასულ წელს, ივნისშივე უნდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი – ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ. საქართველო ტრიოს ქვეყნებს შორის ლიდერია – დოკუმენტი მართლმსაჯულების, სოციალურ, საგარეო პოლიტიკას, საგანმანათლებლო თუ ეკონომიკურ საკითხებს მოიცავს და საუბარია იმაზე, თუ რა აქვს გაკეთებული და გასაკეთებელი ქვეყანას 32 სფეროში.

რას ნიშნავს ევროინტეგრაციის გზაზე კომისიის პოზიტიური ანგარიში და კიდევ რა პასუხისმგებლობები ეკისრებათ პოლიტიკურ აქტორებს – კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ანა ბროლაძის სიუჟეტს.