ევროკომისიის ანგარიშის შეფასებები

საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ ერთხელ შეაფასეს ევროკომისიის ანგარიში. უმრავლესობის წევრების, ბელგიაში საქართველოს ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ინარჩუნებს ყველა პარამეტრით ლიდერობას ევროინტეგრაციის ფარგლებში მიღებული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. რამდენად არის დაახლოებული საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან – ევროკომისიამ სწორედ ამ მიმართულებით გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მართლმსაჯულების, სოციალურ, საგარეო პოლიტიკას, საგანმანათლებლო თუ ეკონომიკურ საკითხებს მოიცავს. და საუბარია იმაზე თუ რა აქვს გაკეთებული და გასაკეთებელი ქვეყანას 32 სფეროში. საქართველოსთან ერთად, შეფასებულია უკრაინისა და მოლდოვის მიღწევები ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.