ევროკომისიის ანგარიში – შეფასებები
მოქმედებს თუ არა ბრიუსელი ორმაგი სტანდარტით? – ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ანგარიშში გამოქვეყნებული არ არის უკრაინასა და მოლდოვაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მდგომარეობის შეფასება, ეს კი იმ ფონზე, რომ ეს საკითხები სხვა ყველა დანარჩენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად არის გამოყოფილი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რეალურად სწორედ ამ მიმართულებით უკრაინასა და მოლდოვას ბევრი პრობლემა აქვთ და ანგარიშიდან აღნიშნული ჩანაწერების ამოღება, ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. ცნობისთვის, საქართველოს შესახებ ევროკომისიამ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მაღალ შესაძლებლობაზე ისაუბრა.