ევროკომისიის ანგარიში – შეფასება პოლიტიკურ სპექტრში
ანგარიშის ტექსტი და მოწოდებების შინაარსი პოლიტიკური გამოხმაურების თემაა თბილისში. „ქართულ ოცნებაში“ კვლავ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებენ. მათივე შეფასებით, დოკუმენტში ახალი არაფერი წერია და ძველი ბრალდებებია გაერთიანებული. მმართველი გუნდის მტკიცებით, საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, „ვეტინგი“ არის უცხოელების მიერ ახალი მოსამართლეების შერჩევა და არსებული მოსამართლეების გადარჩევა მათი უმრავლესობით, რაც რეალურად სუვერენიტეტსა და შიდა საქმეებში ჩარევაა.