ევროკომისიის ანგარიში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ

რამდენად არის დაახლოებული საქართველო ევროკავშირის სტანდარტებთან – ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შემდეგ მიღებული კითხვარის პასუხების გაანალიზების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი მართლმსაჯულების, სოციალურ, საგარეო პოლიტიკას, საგანმანათლებლო თუ ეკონომიკურ საკითხებს მოიცავს. და საუბარია იმაზე, თუ რა აქვს გაკეთებული და გასაკეთებელი ქვეყანას 32 სფეროში. თითოეული მიმართულებით მიღწეული პროგრესი 5-ეტაპიანი სკალითაა შეფასებული. მომზადების ადრეული ეტაპი; მომზადების გარკვეული დონე; საშუალოდ მომზადებული; მომზადების კარგი დონე და კარგად განვითარებული; საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მომზადებული დოკუმენტების თანახმად – საქართველოს მომზადების ადრეული ეტაპი აქვს 6 მიმართულებაში, უკრაინას 8-სა და მოლდოვას 12-ში, მომზადების გარკვეული დონე საქართველოს აქვს 17 სფეროში, უკრაინას 15-ში, ხოლო მოლდოვას 17-ში. ოფიციალური თბილისი საშუალოდ მომზადებული 9 დარგში, კიევი -5-ში, კიშინიოვი კი -3-ში. მომზადების კარგი დონე მხოლოდ უკრაინას აქვს 4 მიმართულებით, საქართველოს და მოლდოვას კი არა.

„კარგად განვითარებული“ – ამ საფეხურზე ვერცერთი ქვეყანა ვერ ავიდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ყველა პარამეტრით ინარჩუნებს ლიდერობას ევროინტეგრაციის ფარგლებში მიღებული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით.