ევროკომისიის ანგარიში – პოლიტიკური შეფასებები
ისევ კრიტიკა, ისევ კონკრეტული პირობები და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, რომლის ამოქმედებაც, შესაძლოა, ევროსტრუქტურებმა პოლიტიკური გავლენებისთვის კიდევ ერთხელ გამოიყენონ. პირველ ეტაპზე დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელები და თუ პრობლემები არ მოგვარდება, უვიზოდ გადაადგილების შეზღუდვა შესაძლოა გავრცელდეს მთელ მოსახლეობაზე. ამას ამბობს ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში, სადაც მოსაგვარებელ პრობლემად უკუსვლის სისტემური პროცესია დასახელებული.
ანგარიშის პათოსს იზიარებენ ოპოზიციაში და ხელისუფლებას იგივე მოთხოვნებს უყენებენ, რაზეც ბრიუსელის ამ და სხვა პოლიტიკურ ანგარიშებსა თუ რეზოლუციებშია საუბარი. „ევრობიუროკრატები როდესაც დარწმუნდებიან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით საქართველოში რევოლუცია არ მოხდება, ამ ნაბიჯს არ გადადგამენ,“ – აცხადებენ მმართველ გუნდში და ნაკლებად აქვთ მოლოდინი, რომ შეჩერების გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციები შეჯერდება.
თამარ წიკლაურის რეპორტაჟი.