ევროკომისიის ანგარიში და ბრიუსელის პოლიტიკა 

21:14, 22.12.2025

ბრიუსელის გამაფრთხილებელი გზავნილი საქართველოს მისამართით – კონკრეტული რეკომენდაციების იგნორირების შემთხვევაში ევროკომისია 2017 წლის ისტორიული გადაწყვეტილების გადახედვას და ახალი გამარტივებული მექანიზმით უვიზო რეჟიმის ეტაპობრივად შეჩერებას არ გამორიცხავს. მძიმე შინაარსის ვიზალიბერალიზაციის შესახებ ბოლო ანგარიში მძიმე შინაარსის აღმოჩნდა საქართველოსთვის, გასხვავებით უკრაინისა და მოლდოვისგანაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორ ქვეყანაზე მომზადებული ანგარიშიდან ამოღებული პუნქტები, რომლებიც კორუფციასა და ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას ეხება. ეს გარემოება ევროკავშირის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც უვიზო მიმოსვლის საკითხს ევროკავშირის მხრიდან შანტაჟის მექანიზმად განიხილავს. ამ კონტექსტში მმართველი გუნდის ლიდერები იხსენებენ, რომ საქართველოს შესახებ ანგარიშში მცირე ნაწილი დაეთმო, ან საერთოდ გამოტოვეს ის მიმართულებები, რაშიც ქვეყანას, სხვებთან შედარებით, უკეთესი მონაცემები და მაჩვენებლები აქვს. პარალელის გავლება ომში მყოფ ქვეყანასთან ამორალურად მიაჩნია ოპოზიციას.

ევროკომისიის ანგარიში და არაერთგვაროვანი რეაქციები, – თეონა მანაგაძე დეტალებით.

მსგავსი