ევროკომისიის ახალი სტრატეგია

„რუსეთის მცდელობების მიმართ, შეარყიოს ევროკავშირი, ევროგაერთიანება უფრო მდგრადი უნდა იყოს და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს სისტემური და ერთიანი პასუხი გასცეს“, – წერია  ევროკომისიის მიერ წარდგენილ რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგიაში. დოკუმენტში საქართველოს შესახებაც ვკითხულობთ, – „რუსეთი პირდაპირ სამხედრო ძალას და ჰიბრიდულ ქმედებებს მიმართვას მოუგვარებელ კონფლიქტებში, რომელსაც თავადვე აღვივებს უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, ისევე როგორც ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოში, კერძოდ სირიასა და ლიბიაში“, – წერია სტრატეგიაში.  ევროკავშირი კვლავაც შეეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებს და ხმას აიმაღლებს დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად. ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ივნისის ბოლოს ევროკავშირის ლიდერების მორიგ სამიტზე განიხილავენ.

მოამბე

დატოვე კომენტარი