ევროკომისიის 12 რეკომენდაცია

თეა წულუკიანი დარწმუნებულია, რომ დეკემბერში ხელისუფლება ევროკავშირის სტრუქტურების წინაშე ღირსეულად წარდგება. საქართველოს ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რეალურად, უმრავლესობამ და ოპოზიციის სულ რამდენიმე წარმომადგენელმა იმუშავეს. თემაზე საუბრისას, წულუკიანმა ევროკავშირის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გაიხსენა და უკრაინასა და მოლდოვასთან საქართველოს გამოყოფას და სტატუსის არმინიჭებას უსამართლობა უწოდა.