ევროკომისია უცხოური „აგენტების შესახებ“ კანონპროექტს წარადგენს

ევროკომისია 12 დეკემბერს გეგმავს, წარადგინოს დემოკრატიის დაცვის პაკეტი, რომელიც უცხოური „აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მოიცავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ონლაინ-გამოცემა „ევროაქტივი“ ავრცელებს. საკითხს საქართველოს პარლამენტში გამოეხმაურნენ. ირაკლი კობახიძის განმარტებით, უმრავლესობა საკითხს საქართველოს პარლამენტში აღარ დაუბრუნდება, თუმცა მისივე თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველოში ინიცირებულ პროექტზე უსაფუძვლო აჟიოტაჟი ატყდა. განსხვავებული შეფასება აქვს პარტია „გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას, რომლის განცხადებით, საქართველოსგან განსხვავებით, ევროპაში ლობიზმი კანონით დაშვებული საქმიანობაა და შესაბამისად, ევროპისა და საქართველოს შემთხვევების გაიგივება არ არის მართებული.