ევროკომისიამ 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7,3 პროცენტამდე გაზარდა, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით აღემატება მის მიერ გაზაფხულზე გამოქვეყნებულ პროგნოზს. ამასთან, აღნიშნული ზრდის მაჩვენებელი, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. პროგნოზით, ზრდა განპირობებული იქნება კერძო და სამთავრობო მოხმარებით, ინვესტიციები კი – შენელდება ბიზნესის ნდობის შესუსტებისა და შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე. უმუშევრობის დონე, 2027 წლისთვის ოდნავ შემცირდება, თუმცა სტრუქტურულად მაღალი დარჩება.