ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხი - პოლიტიკური შეფასებები
ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხი კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბრიუსელი ითხოვს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას და იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ აიღო. მათ ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინი არ აქვთ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ხელისუფლების ინტერესში არ შედის.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საქართველო ევროკავშირთან ცალმხრივი მეგობრობის პოზიციაშია და ისინი ურთიერთობების გადასატვირთად მზაობას გამოხატავენ, თუ ევროკავშირი რიტორიკას შეცვლის.